25 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
თუ ვინმეს სურს, გამჭვირვალობის კანონპროექტს დაარქვას სხვა სათაური, შეიძლება, მას დავარქვათ კანონპროექტი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია გამჭვირვალობის გარეშე არ არსებობს - არჩილ თალაკვაძე

თუ ვინმეს სურს, გამჭვირვალობის კანონპროექტს დაარქვას სხვა სათაური, შეიძლება, მას დავარქვათ კანონპროექტი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია გამჭვირვალობის გარეშე არ არსებობს - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმირებული მოქალაქე ნებისმიერი ქმედითი დემოკრატიის ფუნდამენტური პირობაა და, ინფორმაციის გარეშე, მოქალაქე და საზოგადოება ვერანაირი რეალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

"თუ ევროკავშირს აქვს თუ აშშ-ს აქვს ეს რეესტრი, სადაც ქართული არასამთავრობოები არიან დარეგისტრირებული, საქართველოში რატომ არის ეს პრობლემა? ეს არის მანიპულაცია და საზოგადოების ემოციებზე მარტივი ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, ინფორმირებული საზოგადოება, ინფორმირებული მოქალაქე ნებისმიერი ქმედითი დემოკრატიის ფუნდამენტური პირობაა. ინფორმაციის გარეშე, მოქალაქე და საზოგადოება ვერანაირი რეალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. რეალურად, თუ ჩვენ გვინდა განვითარებული დემოკრატია, მოქალაქეები უნდა იყვნენ ინფორმირებული. თუ მათ აქვთ ეს ინფორმაცია ბიზნესისგან, საჯარო ორგანიზაციებისგან, თანამდებობის პირებზე, რა პრობლემაა, რომ იგივე იყოს არასამთავრობო სექტორზე. თუ ვინმეს სურს, ამ კანონს დაარქვას სხვა სათაური, შეიძლება ამ კანონს დავარქვათ "კანონი დემოკრატიის დაცვის შესახებ", რადგან დემოკრატია გამჭვირვალობის გარეშე არ არსებობს. როდესაც ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს იმის, რომ პოლიტიკურ პარტიებს გახსნილი აქვთ არასამთავრობოები, ფაქტობრივად, პოლიტიკური საქმიანობა დღეს ამოფარებულია არასამთავრობო საქმიანობას. პირდაპირ, ოპოზიციური ლიდერები ამოფარებულები არიან მედიას და თავი ხან ჟურნალისტებად, ხან პროდიუსერებად და ხან ამბობენ, რომ ჟურნალისტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ეს ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი.

არქმევენ რუსულს, მაგრამ ამ ადამიანებს მინდა ვურჩიო, რომ თუ სხვა სათაურის დარქმევა უნდათ, უნდა დაარქვან ის სათაური, რაც ამას ჰქვია ევროპაში და რაც ამას ჰქვია სხვა განვითარებულ დემოკრატიებში, თორემ ჩვენ ჩვენი სათაური დავარქვით და შევთავაზეთ. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ არგუმენტები. ამ კანონპროექტიდან ერთი პუნქტი მაინც გვითხრან, რომელიც არ არის ამერიკულ და ევროპულ კანონმდებლობაში და რომელიც პირდაპირ ანალოგიურია რუსული კანონმდებლობის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები