"ჩვენ ვხატავთ - თოჯინები იცინიან" - ამ სახელწოდებით, საქართველოს თანამედროვე მხატვართა ჯგუფურ გამოფენა-მარათონს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზმა უმასპინძლა.
სტუმრები 30-მდე თანამედროვე მხატვრის ტილოსა და თოჯინების ოსტატთა ნამუშევრებს გაეცნენ.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ნამუშევრების შექმნის პროცესიც ენახა.