25 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ნიგერიაში სიღარიბესთან ბრძოლის მინისტრმა 24 მილიონი დოლარი მიითვისა

ნიგერიაში, კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში, სიღარიბესთან ბრძოლის მინისტრის მიერ მითვისებული 30 მილიარდი ნაირა (დაახლოებით, 24 მლნ აშშ დოლარი) სახელმწიფოს დაუბრუნდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანხებს 50 სხვადასხვა ანგარიშზე მიაკვლიეს.

ჰუმანიტარული საქმეთა და სიღარიბის დაძლევის მინისტრი ბეტა ედუ თანამდებობიდან 2024 წლის იანვარში გაათავისუფლეს. 37 წლის მინისტრს ბიუჯეტის ფულის - 640,000 აშშ დოლარის პირად ანგარიშზე გადატანას ედავებოდნენ.

 

დღის ამბები