25 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
ავიარეისები ევროპის ჩემპიონატისთვის - პრემიერის დავალებით, ეკონომიკურმა გუნდმა გერმანიაში გასამგზავრებლად ბილეთების ფიქსირებული და ხელმისაწვდომის ფასები უნდა უზრუნველყოს

ყველანი გერმანიაში - ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ პირველობის დაწყებამდე 2 თვით ადრე გულშემატკივრები თვითმფრინავის ბილეთების ძიებაში არიან.

ევროპის მიმართულებით ფრენა ძვირია, შესაბამისად, ფეხბურთელების მხარდამჭერებისთვის გამონაკლისი დაუშვეს - მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკურმა გუნდმა გერმანიაში გასამგზავრებლად ბილეთების ფიქსირებული და ხელმისაწვდომის ფასები უნდა უზრუნველყოს.

ევროპის პირველობამდე ზუსტად 67 დღეა დარჩენილი, გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთების გარდა გულშემატკივარს ღამის გასათევი ადგილიც აქვს მოსაძებნი.

ნაკრების გამორჩეული და ლუქსემბურგთან თამაშში 2 გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძის სახლში ლიმიტი ამოიწურა, დასარჩენი ადგილი აღარ არის, ფეხბურთელმა პირობა შეასრულა. ახლა მთავარია ივნისში ეროვნულმა გუნდმა გულშემატკივრისგან ისეთივე მხარდაჭერა მიიღოს როგორც ეს თბილისში 26 მარტს იყო-საქართველოს ევროპა ელოდება წინ სამი თამაშია.

დღის ამბები