25 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
საერთაშორისო რეზერვებში ოქროს კომპონენტის შემოტანაზე, სებ-ის გადაწყვეტილება პოზიტიურია - ლაშა ქავთარაძე

სებ-ის საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო რეზერვებში ოქრო ემატება და რეზერვების ნაწილი მონეტარულ ოქროში განთავსდება.

როგორც Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა, ლაშა ქავთარაძემ განაცხადა, სებ-ის საერთაშორისო რეზერვებში ოქროს კომპონენტის შემოტანა მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეზერვებს დივერსიფიცირებულს ხდის და ამ მიმართულებით სებ-მა პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო.

"ბოლო პერიოდში გამოიკვეთა მსოფლიო ტენდენცია და ცენტრალური ბანკები ცდილობენ ოქროს რეზერვები კიდევ უფრო გაზარდონ. სებ-იც გადავიდა ოქროს კომპონენტის ჩართვაზე. ვფიქრობ ეს კარგია, რადგან ოქრო არის ერთ-ერთი ყველაზე ლიკვიდური აქტივი, რომელზეც მოთხოვნა მაღალია და ვფიქრობ, რომ ამ მეტალზე მზარდი მოთხოვნა შემდგომ პერიოდებშიც შენარჩუნდება“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

Galt&Taggart-ის ანალიტიკოსის შეფასებით, საერთაშორისო რეზერვების პორტფელის დივერსიფიცირებისთვის აშშ დოლარი მნიშვნელოვანი ვალუტაა, თუმცა არის პერიოდები, როცა დოლარის პოზიციები სუსტია.

"ჩვენ რისკები საერთაშორისო დონეზე ჩვენ გვაქვს აშშ დოლარში, რომელიც ძლიერი ვალუტაა. თუმცა წარსულს თუ გადავხედავთ, იყო პერიოდები, როცა დოლარი შესუსტებული იყო. ოქრო არის ისეთი აქტივი, რომელიც ყველა ვალუტაში იყიდება და მისი ფასი იმ შემთხვევაშიც იზრდება, როცა დოლარი სუსტდება სხვა ვალუტებთან მიმართებით“, - აღნიშნა ქავთარაძემ.

დღის ამბები