25 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი დასრულდა - მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

ლარზე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დასრულებამდე მოსამართლემ განაცხადა, რომ მხარეებს გონივრულ ვადაში გააგებინებს, თუ როდის გამოაცხადებს განაჩენს. მოსამართლე ამ დროისთვის სათათბიროდაა გასული.

სავარაუდოდ, დღეს საღამომდე გახდება ცნობილი, როდის გამოაცხადებ გადაწყვეტილებას მოსამართლე. მანამდე, მხარეებმა, დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს.

ბრალდების მხარის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისმა, სამართალდამცველებს ესროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი, რის შედეგადაც გიორგი ჭოველიძემ მიიღო მარჯვენა ფეხის წვივის დამწვრობა, ხოლო ზურაბ ლურსმანაშვილმა მარჯვენა ხელის მტევნის დამწვრობა.

"ლაზარე გრიგორიადისმა, გიორგი ჭოველიძეს და ზურაბ ლურსმანაშვილს ესროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი, რის შედეგადაც გიორგი ჭოველიძემ მიიღო მარჯვენა ფეხის წვივის დამწვრობა, ხოლო ზურაბ ლურსმანაშვილმა, მარჯვენა ხელის მტევნის დამწვრობა. აღნიშნულის შემდგომ, დაახლოებით ორ დღეში, 9 მარტს, ღამის საათებში, ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლის წაკიდებით, განზრახ გაანადგურა, ჭანტურიას ქუცაზე ამოტრიალებულ მდგომარეობაში არსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს, დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილის გიორგი მაისურაძის სახელზე განპიროვნებული ავტომანქანა "ტოიოტა კორონა" ბრალდების თითოეულ ეპიზოდზე წარმოებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებ იმას, რომ ლაზარე გრიგორიადისმა ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედებები", - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, საქმეზე ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური კვლევა, რითაც ვერ მოხდა ლაზარე გრიგორიადისის იდენტიფიცირება.

"ჩვენებები იყო ტენდენციური, ურთიერთშეუსაბამო, მიკერძოებული, ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ. ასევე ვიმსჯელეთ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რაზეც , როგორც ბრალდების მხარემ, ასევე დაცვის მხარემ გააკეთა კომენტარი, რომ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითაც კი, ვერ მოხდა ლაზარე გრიგორიადისის იდენტიფიცირება", - განაცხადალიკა ბითაძემ.

დღის ამბები