25 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს 300 000-იდან 400 000 ლარამდე ზრდის

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს 300 000-იდან 400 000 ლარამდე ზრდის. ცვლილება ძალაში პირველი მაისიდან შევა.

ცნობისთვის, არაჰეჯირებული მსესხებელია პირი, რომლის შემოსავლები და სესხი სხვადასხვა ვალუტაშია. ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა.

2024 წლის თებერვალში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.4%-ი შეადგინა, რაც ძირითადად, ბიზნეს სესხების ზრდით იყო განპირობებული.

დღის ამბები