25 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრმა, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან ახლად გახსნილი სოფლის ამბულატორია დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან, ახლად გახსნილი სოფლის ამბულატორია დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და მედპერსონალს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა.

ერგნეთის ამბულატორია, ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებას უწევს. სამედიცინო დაწესებულება კვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული. სოფლის ამბულატორია ერგნეთის 300-მდე მცხოვრებს, იმუნიზაციას, კიბოს სკრინინგსა და სხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

"ჩვენ გვინდოდა ეს დღე სიმბოლურად მიგველოცა ყველასთვის და ჯანმრთელობა გვესურვებინა საოკუპაციო ზოლთან ერთ-ერთ ყველაზე ახლოს მდებარე სოფლიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეს ნაწილი იყოს განსაკუთრებულად მედგრად, აქ ცხოვრობდნენ ჯანმრთელი ადამიანები და ეს მთელი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია", - განაცხადა კანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები