25 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
მაია ბითაძე ოპონენტებს: თქვენ ფიქრობთ საქართველოს მოატყუებთ და დაარწმუნებთ, რომ არის სადღაც ვინმე უცხოელი, ვინც უფრო კარგად იცის რა ჭირდება ამ ქვეყანას? იმ უცხოელს, ვისაც სისხლით არ მოუპოვებია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა?!

მივმართავ ყველა ვითომ ოპოზიციონერს და ყველას ვინც იბრალებს რომ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედიაა!! თქვენ გავიწყდებათ როგორც საქართველოს ისტორია, ასევე გავიწყდებათ ვინ არის და რა შეუძლია ქართველ ერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე, სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიით ქართველ ხალხს ვერავინ მოატყუებს.

ბითაძის თქმით, უცხოელს ვერ ეცოდინება ქართველზე უკეთ, თუ რა სჭირდება საქართველოს. რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტების უცხოელებისთვის თხოვნას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, დეპუტატის განცხადებით, რადიკალებს არავინ აპატიებს იმის დანგრევას, რაც თავად არ შეუქმნიათ.

"მივმართავ ყველა ვითომ ოპოზიციონერს და ყველას, ვინც იბრალებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედიაა!! თქვენ გავიწყდებათ როგორც საქართველოს ისტორია, ასევე გავიწყდებათ ვინ არის და რა შეუძლია ქართველ ერს. ჩვენ ვართ ერი, ვინც საუკუნეების განმავლობაში გაუძლო სახელმწიფოებრიობის დანგრევას, ვინც გაუძლო საბჭოთა კავშირს, ჯერ სტალინის და დამოუკიდებლობის შემდეგ ნაცების დიქტატურას, ჩვენ ვართ ერი, ვისაც ვერ წაართვეს ენა, ვერ ათქმევინეს უარი სარწმუნოებაზე, ღირსებაზე და ადამიანურ ღირებულებებზე. ჩვენ ვართ თაობა!!! ვინც გაუძლო 90-იანებს, ძმათა ომს, დევნილობას და ბომბებს სამშობლოს თავზე. და თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოს მოატყუებთ და დაარწმუნებთ, რომ არის სადღაც ვინმე უცხოელი ვინც უფრო კარგად იცის რა ჭირდება ამ ქვეყანას? იმ უცხოელს, ვისაც სისხლით არ მოუპოვებია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა?!

1. ლოზუნგით ყველა ციხეში - გვისმენდით, გვიჭერდით, ქონებას, ღირსებას და სიცოცხლეს გვართმევდით; 2. ჩარეცხილებს გვეძახდით; 3. ჩვენ ტერიტორიებს რუსეთს აბარებდით; 4. სტრატეგიული ქონებას რუსებზე ყიდდით; 5. ესხმოდით თავს და ახლაც ესხმით ჩვენ ეკლესიას; 6. გვარწმუნებდით და გვარწმუნებთ რომ ქართველობა - "ტეხავს" და ვიღაცას უნდა მივბაძოთ!!! ახლა გეუბნებით, როგორც ამერიკელმა, ისრაელის მოქალაქემ, ავსტრალიელმა და მალე ფრანგმა, სლოვაკმა, უკრაინელმა და ევროკავშირის ყველა ორგანიზაციამ უბრალოდ დაადეკლარირეთ თქვენი დონორის დაფინანსებული შემოსავალი თქო და რას აკეთებთ?!!! 1. ეძახით უცხოელს დასახმარებლად - წაართვი საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაციაო?! 2. გვიბლოკავთ პოსტებს და არეპორტებთ ორგანიზებულად; 3. ცენზურა შემოიღეთ 4. ატყუებთ მოქალაქეებს თქვენ მართლა ხომ არ ფიქრობთ გაგიტარებთ და გაპატიებთ იმის დანგრევას რაც თქვენ არ შეგიქმნიათ? თუ გგონიათ ჩვენი შვილების მომავალს დაგაზიანებინებთ?! ვერა და არა მეგობრებო!!! ზუსტად ისე ღირსებით და თანმიმდევრულად ვივლით ევროკავშირში წევრობის რთულ გზაზე, როგორც მივდიოდით და აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაჩენთ ძალიან დიდ შანსს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს დედა სამშობლოში დაბრუნების სურვილი მეტად და მეტად გაუჩნდეთ! ქართული p.s. მოდით დამარეპორტეთ!" - წერს მაია ბითაძე Facebook-ზე.

დღის ამბები