25 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო გამოხმაურებებს, მოწოდებებს, რომ არ შეიძლება ეს კანონი მიღებულ იქნას - ლაშა ფარულავა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ხვალ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. ავტორი ფრაქცია "ქართული ოცნებაა". გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციას, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მოდის, ყოველწლიური დეკლარაციის შევსების ვალდებულება ექნება.

ოპოზიცია კანონს ეწინააღმდეგება, მმართველი გუნდისთვის კი, ოპონენტებისა და "ენჯეო" სექტორის განცხადებები, დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომლის რეალური მიზანი, შავი ფულისთვის ბრძოლაა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, ისინი ყველა ტრიბუნას და საშუალებას გამოიყენებენ, რათა ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვონ გამარჯვება.

"ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო გამოხმაურებებს, მათ შორის, მოწოდებებს, რომ არ შეიძლება ეს კანონი მიღებულ იქნას და ჩვენ, ცხადია, გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას და საშუალებას, რომ ქართველ ხალხთან ერთად მოვიპოვოთ გამარჯვება", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

დღის ამბები