25 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
აფეთქების შედეგად 4 დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა - კახა ლაბუჩიძე

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სადაც დღეს აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსის დავით სუხიშვილის განცხადებით, აფეთქების ზუსტს მიზეზს გამოძიება დაადგენს.

"ამ დროისთვის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, დააზუსტებენ და დაადგენენ რამ გამოიწვია აფეთქება. 112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე 5/11-ის სასროლეთში აფეთქებასთან დაკავშირებით დროულად გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე, შესაბამისად მეხანძრე-მაშველების მიერ გამოყვანილი იქნა 6 მოქალაქე შემთხვევის ადგილიდან, აქედან 2 გარდაცვლილა, 4 დაშავებული, ისინი დამწვრობებით გადაყვანილნი არიან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში", - განაცხადა დავით სუხიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, აფეთქების შედეგად ოთხი დაშავებული პირიდან, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

"ფაქტია, მოხდა აფეთქება, არის სასროლეთი, კერძო დაწესებულება. დაიწყო გამოძიება. ამ ეტაპზე, რაც არის ჩვენთვის ცნობილი, არის ორი გარდაცვლილი. ამ ეტაპისთვის ოთხი გადაყვანილია საავადმყოფოში, ერთი არის ძალიან მძიმედ", - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

დღის ამბები