25 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
რამ გამოიწვია აფეთქება თბილისის სასროლეთში - გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნის წინ, აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

რამ გამოიწვია აფეთქება - ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა, თუმცა რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, მეორე ვერსიით კი, უბედური შემთხვევა დენთის აფეთქების გამო მოხდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები, ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები ამ დრომდე რჩებიან. აფეთქების გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები