ისტორიაში პირველად, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელია. ყურადღების ეპიცენტრში ისევ გუდაურია. მსოფლიოს თასისა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის შემდეგ, კურორტი ამჯერად სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტურნირში 18 ქვეყნის, 21 წლამდე 80 სპორტსმენი ასპარეზობს, მათ შორის სამი ქართველია. ტურნირს სხვადასხვა წლებში ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ და სხვა წამყვანმა ქვეყნებმა უმასპინძლეს.
ავტორები: ნინი წულაია, ლაშა ბერძენიშვილი.