25 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
მსოფლიოს თასი გუდაურში - კურორტი "სნოუბორდ კროსის" დისციპლინაში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

საქართველო კვლავ საერთაშორისო სპორტული მედიის ყურადღების ეპიცენტრშია. მსოფლიოს 80 საუკეთესო ახალგაზრდა სნოუბორდერი, გუდაურში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ტურნირი გუდაურში დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ფინალური ეტაპი კი 6 და 7 აპრილს გაიმართება. სნოუბორდ კროსის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში პირველად ტარდება და მასში 3 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს.

გუდაურში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს FIS-ის დელეგატები დააკვირდებიან. ზამთრის სეზონზე საქართველოში, მესტიაში, გუდაურსა და ბაკურიანში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, უკვე გაიმართა ოთხი საერთაშორისო ღონისძიება. სნოუბორდ კროსის დისციპლინა ღონისძიების მეხუთე, დასკვნითი ეტაპია.

ტურნირს სხვადასხვა წლებში ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ და სხვა წამყვანმა ქვეყნებმა უმასპინძლეს. ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკის სამინისტროს, მთის ტრასების სააგენტოს და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

3 მსოფლიოს თასისა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის შემდეგ, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელია.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

 

დღის ამბები