25 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს პარლამენტში გასული წლის "უცხოური აგენტების" კანონპროექტზე დაფუძნებული კანონპროექტის წარდგენით - სახდეპი

ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს პარლამენტში გასული წლის "უცხოური აგენტების" კანონპროექტზე დაფუძნებული კანონპროექტის წარდგენით, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


როგორც მილერი აღნიშნავს, აშშ-მ შეშფოთებები საქართველოს მთავრობასთან გამოხატა.

"კანონპროექტი წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომელთა მუშაობას სარგებელი მოაქვს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოცილების რისკს ქმნის. ჩვენ ეს შეშფოთებები ნათლად გამოვხატეთ საქართველოს მთავრობასთან,"-აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები