პარლამენტის წინ გამართულ შეკრებაზე, სადაც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის გასაპროტესტებლად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი, პაატა ბურჭულაძის შვილსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს შორის ინციდენტი მოხდა.
საკანონმდებლო ორგანოსთან ორგანიზაციების "ჯიუტის", "კარისა" და "ტალღის" წარმომადგენლები კანონპროექტის წინააღმდეგ საორგანიზაციო შეხვედრას მართავდნენ, რა დროსაც პირველი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა შუქრი ბურჭულაძე.
"მოამბის" ჟურნალისტი რეზი ხუციშვილი პაატა ბურჭულაძესთან ინტერვიუს ჩაწერას ცდილობდა, რასაც ბურჭულაძის შვილის მხრიდან ჩვენი ჟურნალისტის მისამართით აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
შუქრი ბურჭულაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური თავდასხმის მცდელობასაც, თუმცა სიტუაცია საბოლოოდ საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად განიმუხტა" - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციაში. პირველი არხი შესაბამის ვიდეოს ავრცელებს, სადაც შუქრი ბურჭულაძის და გადამღები ჯგუფის დაპირისპირებაა აღბეჭდილი.