25 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ზურაბიშვილი ამ უნიათო ოპოზიციაზე მკვეთრად აფიქსირებს თავის პოზიციას იმ საკითხებზე, რომელიც სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას - არჩილ თალაკვაძე 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ შეხვედრას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. 

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, აქამდე არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მკვეთრად აფიქსირებდა თავის პოზიციას იმ საკითხებზე, რომელიც  "რადიკალურ ოპოზიციას" სჭირდება:

"არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამ უნიათო ოპოზიციაზე მკვეთრად აფიქსირებს თავის პოზიციას იმ საკითხებზე, რომელიც სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას. სწორედ ამით არის განპირობებული და არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ სწორედ მასთან იკრიბება რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის, როდესაც მათ აქვთ მცდელობა, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. 

 

 

დღის ამბები