25 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

პრემიერის ხელმოწერით, შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან", - ნათქვამია ბრძანებაში.

დღის ამბები