25 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
ქურდული სამყაროს წევრობის, მხარდაჭერისა და მიმართვის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობის, მხარდაჭერისა და მიმართვის საქმეზე 8 ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, სამშენებლო ბიზნესში ჩართულმა პირებმა ფინანსურ დავაში კრიმინალური ავტორიტეტები ფულის ამოსაღებად ჩარიეს. მათ, თავის მხრივ, დახმარებისთვის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს მიმართეს. გაიმართა ქურდული გარჩევა. საქმეში ფარულად მოპოვებული აუდიო- და ვიდეოჩანაწერები დევს.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები