25 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
"ეს ხომ ევროპის დაავადებაა, საზოგადოების დაჯგუფება დაჩაგრულებად და მჩაგვრელებად და ერთმანეთთან დაპირისპირება" - ვახტანგ მეგრელიშვილი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე

"ეს ხომ ევროპის დაავადებაა, საზოგადოების დაჯგუფება სხვადასხვა - დაჩაგრულ და მჩაგვრელ, მოძალადე ჯგუფებად და ერთმანეთთან დაპირისპირება. ეს არის კომუნიზმის შინაარსი, რომელმაც თანამედროვეობაში ასეთი ფორმა შეიძინა,"- ეს განცხადება "გირჩის" ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში, გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ საუბრისას გააკეთა.

"ეს იყო უზარმაზარი სიურპრიზი, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცა მე-10 მოწვევის პარლამენტის, ფაქტობრივად, ბოლოში, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასეთი შესაძლებლობა მოგვეცემოდა.

წეღან რომ ვსაუბრობდით ევროპულ წესებზე - ეს ხომ ევროპის დაავადებაა, საზოგადოების დაჯგუფება სხვადასხვა - დაჩაგრულ და მჩაგვრელ, მოძალადე ჯგუფებად და ერთმანეთთან დაპირისპირება. ეს არის კომუნიზმის შინაარსი, რომელმაც თანამედროვეობაში ასეთი ფორმა შეიძინა. ამას მოჰყვება "ლგბტ უფლებები" და ა.შ. წარმოიდგინეთ ახლა, საუბარი რომ გვქონდეს, რომ ლგბტ საზოგადოების წევრებს რამხელა კვოტა უნდა ჰქონდეს საქართველოს პარლამენტში. ახლა ხომ თქვენთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ამ იდეოლოგიის გაგრძელება ეს არის, ჯაჭვია, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს და ვიღაცას, სახელმწიფოს, აძლევს ხელოვნურ შესაძლებლობას, რომ ვითომ ამ დაჩაგრულ ჯგუფებსა და მოძალადე ჯგუფებს შორის ბალანსი დაამყაროს. ასე გადავცემთ ჩვენ ძალაუფლებას სახელმწიფოს,"-განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღის ამბები