25 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
სპეცოპერაციები ე.წ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

33 წლის მამაკაცმა ფინანსური დავის მოსაგვარებლად, საქმეში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები ჩართო. საკითხის გადაწყვეტის ნაცვლად კი მიმართვის ადრესატებმა, მოგვიანებით მას 16000 ლარი მოსთხოვეს. დაუწესეს კონკრეტული ვადებიც - თუ თანხას ვერ ჩარიცხავდა, მაშინ უძრავი ქონება უნდა დაეთმო.

მოთხოვნილი თანხის ნაწილი ახალგაზრდა მამაკაცმა, მეტსახელად თაზომ ჩარიცხა. დარჩენილი ფულის ასაღებად კი, 33 წლის კაცს კრიმინალური ავტორიტეტები გარჩევებს უწყობდნენ. არწმუნებდნენ რომ საქმეში ე.წ კანონიერი ქურდები იყვნენ ჩარეულები.

გამოძიების მიერ გავრცელებული ფარული მასალის ირკვევა რომ ფინანსური გარჩევების შესახებ იცოდნენ, საზღვარგარეთ მცხოვრებმა ე.წ კანონიერმა ქურდებმა. სატელეფონო საუბრებში კონკრეტული სახელებია ნახსენები. ნოდარ შუკაკიძე მეტსახელად "გლდანსკი" და ნიკა გითოლენდია.

დანაშაულებრივი სქემის გაშიფვრამდე, სამართალდამცველები თვეების განმავლობაში, ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 33 წლის მამაკაცს მეტსახელად თაზოს, ფინანსური დავა ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქესთან საერთო სამშენებლო ბიზნესის გამო, სადაო თანხა 130000 ლარს შეადგენდა. ორივე მათგანმა საკითხის გადაწყვეტისთვის ე.წ კრიმინალური ავტორიტეტებს მიმართა.

ფინანსურ დავაში ჩართულები სამართალდამცველებმა დააკავეს.

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, საქმიანობის მხარდაჭერისა და მიმართვისთვის, 8 პირია ბრალდებული. სპეცოპერაციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩატარდა.

რვავე დაკავებულს დრეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ხვალ სავარაუდოდ დაკავებულების მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს. ცნობილია რომ პროკურატურა ყველა მათგანის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები