25 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
გახარიამ გასცა კოლექტიური ნაცმოძრაობის გეგმა, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან - რატი იონათამიშვილი

"გახარიამ ისეთი აღიარება გააკეთა, უფრო მეტი წარმოუდგენელია. ერთი მხრივ, აღიარა, რომ "ქართული ოცნება" უდავოდ იგებს არჩევნებს, მეორე მხრივ გასცა კოლექტიური ნაცმოძრაობის გეგმა, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან და ამაში ისევ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 "გახარიამ ისეთი აღიარება გააკეთა, უფრო მეტი წარმოუდგენელია. ერთი მხრივ, აღიარა, რომ "ქართული ოცნება" უდავოდ იგებს არჩევნებს, მეორე მხრივ გასცა კოლექტიური ნაცმოძრაობის გეგმა, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან და ამაში ისევ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ.

გარდა ლგბტ პროპაგანდის, ექტრემიზმის, რადიკალიზმის, რევოლუციური გეგმების მხარდაჭერისა, როგორც ჩანს მთავარი ფინანსური მოლოდინი მათ ცესკოს და არჩევნების საწინააღმდეგო კამპანიის და რევოლუციური გეგმების მიმართულებით აქვთ. სწორედ ამიტომ არ აწყობთ ფინანსების გამჭვირვალობა!

პ. ს. თუ ვინმეს კითხვა აქვს, რატომ დავაინიცირეთ ახლა და "თავი რატომ ავიტკიეთ", სწორედ ამიტომ, - ისინი ელოდებიან და ხარჯავენ დიდ ფულს საქართველოს და მისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ჩვენ კი ამ სვლით (და არამარტო) ვახდენთ მათი რევოლუციური და ანტიქართული გეგმების პრევენციას!,"- წერს რატი იონათამიშვილი facebook-ზე.

დღის ამბები