25 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
თუ მართლაც ასეთი მიმართვა იყო, რაც კრიტიკულ მედიაში გამოქვეყნდა, ბოდიშის მოხდა არის საჭირო, ბატონი ბექა ამასთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას - არჩილ თალაკვაძე

თუ მართლაც ასეთი მიმართვა იყო, რაც კრიტიკულ მედიაში გამოქვეყნდა, ბოდიშის მოხდა არის საჭირო - ბატონი ბექა ამასთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ ეპითეტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ სიტუაციაში ნამდვილად არ შეეშლება რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს“, - დასძინა თალაკვაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

დღის ამბები