25 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
ფაქტია, რომ საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე არასამთვარობო სექტორია - შალვა პაპუაშვილი

მმართველმა გუნდმა დღეს "მანივალის" ანგარიში გაიხსენა. ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

არასამთავრობო და არამომგებიანი ორგანიზაციების გაუმჭვირვალობის გამო, 2020 წლის ანგარიშში, "მანივალი" საქართველოს აკრიტიკებს.

"ფაქტია, რომ საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი არის არასამთვარობო სექტორი. საქართველო ყველა მიმართულებით, იქნება ეს ბიუჯეტის გამჭვირვალობა, საჯარო ხელისუფლების გამჭვირვალობა თუ სხვა ყველგან მოწინავე ადგილებში ვართ,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი

დღის ამბები