25 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
უკრაინაში სამხედრო მობილიზაციის ასაკი მცირდება - ზელენსკიმ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე მცირდება, - ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადას ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ნებაყოფლობით შეუერთდნენ ჯარს 18 წლის ასაკიდან, ხოლო 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება საომარი მდგომარეობის გამო, დოკუმენტი აქამდე იცავდა ახალგაზრდა მამაკაცებს - რომელთაგან ბევრი სტუდენტია - იძულებით მობილიზებისგან", - წერს Washington Post-ი.

ცნობისთვის, უმაღლესმა რადამ კანონპროექტს მხარი გასული წლის 30 მაისს დაუჭირა, თუმცა მას პრეზიდენტის ხელმოწერა ამ დრომდე არ ჰქონდა.

დღის ამბები