სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა 29 ადამიანი იმსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ცეცხლი სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონში, სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა.
ღამის კლუბი 16-სართულიანი შენობის ნულ სართულზე იყო განთავსებული. ხანძრის მიზეზების დასადგენად, დაწყებულია გამოძიება.