თურქეთში, სტამბოლის ცენტრში მდებარე ღამის კლუბში, სარემონტო სამუშაოების დროს გაჩენილი ხანძრის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა, - წერს სააგენტო Reuters-ი ქალაქის მერის, ეკრემ იმამოღლუს განცხადებაზე დაყრდნობით.
დაშავებულთაგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ქალაქის მერის თქმით, კლუბში ცეცხლი უკვე ჩააქრეს.
ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.