25 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
იმედს ვიტოვებ, მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება ის უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისათვის სანქციების მოხსნას გულისხმობს - მამუკა მდინარაძე

ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნით, საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის საელჩოს მიმართავს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმედს იტოვებს, რომ აშშ-ის მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის პირობა, რაც კელი დეგნანის პირობებში არ იყო შესაძლებელი.

"მე იმედს ვიტოვებ, მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება ის უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისათვის სანქციების მოხსნას გულისხმობს. მაგალითად, ერთი ყოფილი და სამი მოქმედი მოსამართლის გარდა, ასეთივე პრაქტიკული სანქციები შეეხო ლაშა ჩხიკვაძეს. გამოვიდა ადამიანი და თქვა, რომ ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეექმნა იმ უსაფუძვლო ბრალდებების გამოო. წარმოიდგინეთ, მართალი ხარ, შენს მოვალეობას ასრულებ კეთილსინდისიერად და ისეთი ბულინგია შიგნით თუ გარეთ დაფინანსებული, ე.წ. დაბუსტული, რომ შენ კი არა, შენს შვილსაც შეეხო ფსიქოლოგიურად. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის მით უმეტეს დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მოსამართლეები.

ამიტომ, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძის, ისე სხვათა მიმართ უნდა მოიხსნას სანქციები, ვინაიდან ეს ცალკე დიდ, ცრუ აგრესიას წარმოშობს, მათ შორის, მოქალაქეებში, რომლებიც "ნაცმოძრაობის" ფსიქოლოგიური წნეხის მსხვერპლი არიან", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები