25 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ "გირჩის" ინიციატივას უმრავლესობა მხარს დაუჭერს

უმრავლესობა მხარს დაუჭერს "გირჩის" ინიციატივას, რომელიც, საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას, გენდერული კვოტირების გაუქმების ითვალისწინებს. შეთანხმების შესახებ, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის განცხადებით, თავის მხრივ, "გირჩი" ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში კანდიდატის პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული. ბიურომ "გირჩის" კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

"გირჩის" ინიციატივასთან დაკავშირებით შედგა უმრავლესობის ლიდერსა და ბატონ იაგოს შორის კომუნიკაცია და პრინციპს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ეთანხმება უმრავლესობა. ასევე, ეთანხმება დაჩქარებულ წესსაც. სამაგიეროდ, "გირჩის" მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის არჩევას, აქ ისინი იქნებიან მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებულები და არ იქნება გამოყენებული გარკვეული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

"საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტი საკანონმდებლო ორგანოს ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა წარუდგინეს.

 

დღის ამბები