
თოვისა და უამინდობის გამო, თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქის შემოგარენში ტექნიკური მარილი გვიან ღამემდე იყრებოდა.
"თბილსერვის ჯგუფმა" ამ დროისთვის, დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი უკვე გამოიყენა. გზების გაწმენდის სამუშაოებში უწყების 150-მდე თანამშრომელი და 27 ერთეული სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ თოვის გაგრძელების შემთხვევაში პროცესი მომავალ დღეებშიც გაგრძელდება.