118
ახალი ამბები
ვიდეო
დოკუმენტალისტიკა
გადაცემები
პროგრამა
ჩვენ შესახებ
ფოტორეპორტაჟი
ENG
GEO
03 დეკემბერი 2024,
21:27
დღეს
21:22
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში - მმართველი პარტია პრეზიდენტის გამონათქვამებს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის წინ, მისი არამდგრადი ემოციური ფონით ხსნის
21:19
258 დაკავებული ხუთ დღეში - დაკავებულთა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე უკვე გათავისუფლებულია, ნაწილი დაჯარიმდა, ნაწილის საქმეების განხილვა კი, სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს
21:10
პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანებისთვის დაკავებულ აქციის მონაწილეთა ბრალდება 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
21:04
საქართველოს პირველი არხი აცხადებს, რომ მზად არის, ორგანიზება გაუწიოს დისკუსიას და მის მონაწილეებს იწვევს ხვალ, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე
20:49
მიხეილ სარჯველაძე: "სასწრაფო მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება"
20:27
შსს: "ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი"
20:23
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - გადაკეტილია რუსთაველის გამზირი
20:19
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაგრძელებ მუშაობას "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა სახის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
20:18
სალომე ზურაბიშვილი: ვიმედოვნებდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ადამიანი მაინც იქნებოდა მართალი სინდისისა და ქვეყნის წინაშე, მაგრამ შევცდი
20:17
შსს: "სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 143-მა თანამშრომელმა"
19:55
ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება - დავით სუჯაშვილი მუშაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გააგრძელებს
19:45
პრემიერი: "საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად"
19:43
მამუკა მდინარაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ახალგაზრდაზე: როდესაც მიიყვანეს სასწრაფოსთან და გონზე იყო, ექიმებთან განაცხადა, რომ ფეიერვერკის გასროლილი ნაწილი მომხვდაო, ექიმები დაბეჯითებით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს არის ბლაგვი საგნისგან მიღებული დაზიანება
19:35
სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი: "ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა ხელი შეუწყოს დიალოგს, მოვუწოდებ ყველა მხარეს ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში"
18:58
"ყველა ის სარჩელი, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ ექვემდებარე მიღებას, ცხადია სასამართლო ადეკვატურია და არ იღებს ასეთ სარჩელებს" - დავით მათიკაშვილი
18:55
ომბუდსმენი: "დაუშვებელია არაუფლებამოსილი პირის შესვლა სასკოლო ტერიტორიაზე ბავშვებისადმი საგაკვეთილო პროცესის დატოვების მოწოდებით და სასწავლო პროცესის ხელშეშლა"
18:53
მიხეილ სააკაშვილი: "ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება ბევრად აღემატება ბელორუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ხარისხს, დიდწილად გაუსწრო ვარდების რევოლუციასაც"
18:46
პროტესტის მეექვსე დღე - პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 19:00 საათზე არის დაგეგმილი
18:44
ხაშურისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეები გაიფიცნენ
18:43
კახა კალაძე: "ამერიკელებსაც აქვთ სურვილი, იცოდნენ, თუ როგორ იხარჯება თანხები და რა მიმართულებით მიედინება ფული"
18:41
ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის ელჩები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო
18:38
"ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება "ნაცმაიდანი" მოახდინონ" - მამუკა მდინარაძე
02 დეკემბერი
23:42
ვითარება რუსთაველის გამზირზე - სპეცრაზმსა და დემონსტრანტებს შორის სიტუაცია პერიოდულად იძაბება
23:13
მიმართვა სკოლებს - პრეზიდენტი სკოლებს საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს
23:12
რუსთაველის გამზირიდან დემონსტრანტების ნაწილმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლა
23:05
დამსხვრეული ფანჯრები, საღებავები შენობაზე და წარწერები კედლებზე, დაზიანებული გარე ინვენტარი და სათვალთვალო კამერები - თბილისში მიმდინარე აქციის ქრონოლოგია
22:49
სახალხო დამცველი: მოვუწოდებთ შს სამინისტროს - არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა
22:47
რა შეაჩერა შეერთებულმა შტატებმა და რას ნიშნავს ეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში - გადაწყვეტილება, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ წასვლამდე თვე-ნახევრით ადრე მიიღო
22:42
არჩევნების შედეგების კიდევ ერთი აღიარება, ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისგან - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, ჩაერთოს და დაეხმაროს საქართველოს ყველა საკითხის გადაჭრაში
22:39
"თბილისი მარიოტის" მიმდებარედ ვითარება დაიძაბა - აქციის მონაწილეები პიროტექნიკას, ხოლო სამართალდამცველები - წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ აირს იყენებდნენ
22:36
"თუ რაიმე სახის გადაცდომაა, ამ ქვეყანაში არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც იღებენ შესაბამის ზომებს" - ვაჟა სირაძე
22:34
"მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია 300-400 კაციანი ჯგუფის მიერ, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციულ ძალა" - ვაჟა სირაძე
22:08
აქციის მონაწილეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირზე ცეცხლი დაანთო
21:56
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის საპოლიციო ღონისძიება დაიწყო
21:45
კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმა, რევოლუციის მორიგი მცდელობა და პროცესების "უკრაინული მაიდნის" სტილში განვითარება - რა სქემაზე საუბრობს ხელისუფლება
21:39
"შსს აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაათავისუფლოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია" - შსს
21:37
აქციაზე დაკავებულების ნაწილი თავისუფალია - ადმინისტრაციული საქმის მასალებს საქალაქო სასამართლო ეტაპობრივად განიხილავს
21:33
გავრცელდა კადრები, სადაც პირს ხელში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს და მჭიდს ამოწმებს
21:18
აქციების მეხუთე დღე და ღამე - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბება
20:11
შეკრებილთა ნაწილი აზიანებს პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურას, ასევე, აქციის მონაწილეებს თან აქვთ სხვადასხვა სახის, საფრთხის შემცველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა, გასული დღეების მსგავსად, ძალადობრივი ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული - შსს
20:11
"ტელევიზიაში შეჭრა ყველას გვახსენებს 7 ნოემბერსაც, "იბერიაში" შეჭრას, "რუსთავი 2-ის" მიტაცებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცებას, ეს გამოვიარეთ 2004-დან 2007 წლის ჩათვლით, გამოვიდა 1 120 000 ადამიანი და მხარი დაუჭირა ამის არდაბრუნებას" - კობახიძე
19:57
პარლამენტთან უკვე მე-5 დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეთა ნაწილი შენობას გარკვეულ ნივთებს ესვრის
19:19
შს სამინისტრომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა - მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
18:52
ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება და ეს მოხდება ძალიან მალე, პირდაპირ დაეტყობა ლარის კურსს - პრემიერი
ვრცლად
HQ Live და DVR 1
სატელიტი
ENG
GEO
ახალი ამბები
ვიდეო
დოკუმენტალისტიკა
გადაცემები
პროგრამა
ჩვენ შესახებ
ფოტორეპორტაჟი
არქივი
დეკემბერი 2024
კვი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
01-12-2024
23:48
შსს: მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს, იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვანები
23:48
ქუთაისში "ოცნების" ოფისის შენობაში ცეცხლი გაჩნდა - ხანძარი, სავარაუდოდ, უცნობის ნასროლმა ასაფეთქებელმა ნივთიერებამ გამოიწვია
23:32
შსს: აქციაზე მყოფი ბავშვები იმყოფებიან ძალადობრივ გარემოში და არსებობს მათი დაშავების მაღალი რისკი
22:50
როგორ ვითარდებოდა მოვლენები წუხელ ღამით რუსთაველის გამზირზე
22:19
ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, 200-ზე მეტი პირი დააკავეს - საქალაქო სასამართლომ დღეს დაკავებული 50-მდე პირის საქმის განხილვა დაიწყო
22:16
რა ჩაიწერება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში - მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებულია
22:04
"პირველი ქმედება, რაც უნდა დაიწყოს და რაც დაიწყება უკვე ამ საღამოსვე ბათუმში, არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე" - პრეზიდენტი
21:43
აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა - ოპოზიცია პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებს, მმართველი გუნდი კი ამ გადაწყვეტილების დროებითობაზე საუბრობს
21:36
საქართველოს პირველი არხი: მზად ვართ, დღესვე დავუთმოთ ეთერი სალომე ზურაბიშვილს
21:31
"პირველი არხის ჟურნალისტები განიცდიან არნახულ ზეწოლას... არ გვეძლევა მუშაობის საშუალება" - პირველი არხის მიმართვა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
21:19
პრემიერ-მინისტრი ევროინტეგრაციაზე - ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია
21:15
აქციაზე დემონსტრანტები სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან - მათ წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი
21:13
პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან მობილიზებულია საპოლიციო ძალები, ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც
21:09
"პირველი არხი კატეგორიულად გმობს ძალადობას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას" - საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
20:54
დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც პარლამენტის შენობას ქვის ლოდებს და პოლიციელებს პიროტექნიკას ესროდა (ვიდეო)
20:27
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კოსტავას ქუჩა გადაკეტეს - დემონსტრანტები ითხოვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი პოლიტიკოსებს, პრეზიდენტს და მოქალაქეებს დაეთმოთ
20:19
ვაჟა სირაძე: "ვაფრთხილებთ ყველა პირს, რომ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგანს საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს"
20:07
"აქციის დაწყებისთანავე გარკვეულმა პირებმა დაიწყეს სხვადასხვა სახის უკანონო ქმედებები - პარლამენტის წინ, სხვადასხვა საგნების სროლა, რკინის ჯებირის დამტვრევა" - ვაჟა სირაძე
20:01
საქართველოს საგარეო უწყება: მიუღებელია უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები
19:59
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეები პროტესტს რკინის ჯებირებზე ბრახუნით გამოხატავენ
19:56
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა
19:53
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ვაშაძეზე - წავიდეს უკრაინაში, იქ იომოს და იქ უხელმძღვანელოს მეომრებს, რაღა თბილისს შემოესია. ტყუილად ფიქრობს, რომ პოლიტიკოსის მანტია, ყოველთვის გადაარჩენს, ერთ დღეს სულ სხვაგან მოუწევს გაჭაჭვა
19:12
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა
19:09
"სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან მომდის ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს აგრესიული და ძალადობრივი კამპანია სკოლის მოსწავლეების მიმართ, რომლის მიზანია მოსწავლეთა დაშინება"- რატი იონათამიშვილი
18:35
რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართა
18:30
"შეთანხმების 90%-ზე მეტი იქნება შესრულებული... 2028 წელს ვიქნებით მზად იმისთვის, რომ 2 წლიანი მოლაპარაკების ჩარჩოში, დავასრულოთ წევრობის პროცესი" - შალვა პაპუაშვილი
18:29
"ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით ევროპული მომავლისთვის, ევროკავშირის კარი ღია რჩება" - ევროკომისრების განცხადება
18:13
"როგორც კი რადიკალურ ოპოზიციას აღარ დაჭირდა, ეუთო/ოდირი არ არის თურმე ის ორგანიზაცია, რომლის დასკვნებზეც აშშ-მ და ევროკავშირმა სათანადო მყარი პოზიცია უნდა გამოაცხადონ და აღიარონ" - დავით მათიკაშვილი
18:12
სახალხო დამცველის აპარატმა, საპროტესტო აქციებზე დაკავებული 125 პირი მოინახულა
18:08
საპროტესტო აქციამ ჭავჭავაძის გამზირიდან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა
1
2
3
Last »