"დღევანდელი აქცია, როგორც დავინახეთ, დასაწყისისთანავე, დაიწყო ძალადობრივად. სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე, შეკრებისთანავე დაიწყეს სხვადასხვა საგნის სროლა, პიროტექნიკის სროლა და ძალადობრივი ქმედებები", - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, აქცია "ძალადობრივ რეჟიმში მიმდინარეობს".
"მსურს გავაცნო საზოგადოებას დღევანდელი აქციის მიმდინარეობს შესახებ. ბოლო დღეებია, აქცია, როგორც ხედავთ, მიმდინარეობს ძალადობრივ რეჟიმში, დღევანდელი აქცია, როგორც დავინახეთ, დასაწყისისთანავე, დაიწყო ძალადობრივად. სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე, შეკრებისთანავე დაიწყეს სხვადასხვა საგნის სროლა, პიროტექნიკის სროლა და ძალადობრივი ქმედებები, შეურაცხყოფების მიყენება პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რის გამოც, იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პოლიციური ძალა.
ყველამ კარგად დაინახეთ ბოლო დღეებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საზოგადოებრივ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იდგნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ითმენდნენ აქციის მონაწილეების, აგრესიული ხალხის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს, რასაც ისინი ჩადიოდნენ სისტემატურად, გაუჩერებლივ, 100-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული, ესროდნენ პიროტექნიკას, ესროდნენ სხვადასხვა რკინის საგანს და სერიოზული დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა, მათ შორის, რამდენიმე პოლიციელს დასჭირდათ ქირურგიული ჩარევები.
მოვუწოდებ იმ პირებს, ვინც აგრესიულად არის განწყობილი, სჩადიან დესტრუქციულ ქმედებებს, ეს არ ეხება მხოლოდ პოლიციელების დაზიანებას, ასევე აზიანებენ ქონებებს, ინვენტარს, პარლამენტის შენობას, არა ერთხელ დაინახეთ, რომ სხვადასხვა საშუალებებით დაწვეს რამდენიმე ადგილი, ჩაამტვრიეს შუშები, შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია 300-400 კაციანი ჯგუფის მიერ, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციულ ძალა, აქციის იმ აგრესიული მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართული ძალადობრივ ქმედებებში," - აცხადებს ვაჟა სირაძე.