ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, აღნიშნული პიროვნება პარლამენტის შენობას ესროდა ქვის ლოდებს და პოლიციელებს ესროდა პიროტექნიკას.
ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტრო უდასტურებს. დამატებით დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდებთ.
რაც შეეხება ვიდეოს, ის სოციალურ ქსელში გავრცელდა.