02 დეკემბერი 2024,   22:38
ვრცლად
პარლამენტთან უკვე მე-5 დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეთა ნაწილი შენობას გარკვეულ ნივთებს ესვრის

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან უკვე მე-5 დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი.

სცენარი დღესაც უცვლელია, აქტივისტები პარლამენტის წინა მხარეს განლაგებულ რკინის ჯებირებს ქვებს ურტყამენ და ეზოში გარკვეულ ნივთებს ისვრიან.

საკანონმდებლო ორგანოს ეზოში იმყოფება სპეცრაზმი. ასევე, ისინი პარლამენტის შენობის მთელს პერიმეტრზე არიან განლაგებულები და პერიოდულად იყენებენ წყლის ჭავლს.

სპეცრაზმელები ამ მეთოდით ცდილობენ დააბრკოლონ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტის მთავარი შესასვლელისკენ გარკვეულ ნივთებს ისვრიან.

დღის ამბები