პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო არ იღებს ისეთ სარჩელებს, სადაც არანაირი საკონსტიტუციო ნორმები არც ერთი მნიშვნელობით არ დარღვეულა.
"ყველა ის სარჩელი, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ ექვემდებარება მიღებას, ცხადია, სასამართლო ადეკვატურია და არ იღებს ასეთ სარჩელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სარჩელში აღნიშნული გარემოებები და ფაქტები არ წარმოადგენენ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საინტერესო თემას. ე.ი. არანაირი საკონსტიტუციო ნორმები არც ერთი მნიშვნელობით არ დარღვეულა. ეს სწორედ ამას ნიშნავს და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად უნდა გაიაზროს", - განაცხადა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა, თავისი სახით, საჯარო მოხელის ნეგატიური პერსონაჟის შეექმნა შეძლო, რომელიც ისტორიაში არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას.
"სალომე ზურაბიშვილმა, ბოლო პერიოდში ყველა რეკორდი მოხსნა უსინდისობაში. ამ ადამიანმა შეძლო და დახატა ნეგატიური პერსონაჟი საჯარო მოხელისა, თითქოს ლიდერისა, რომლის მსგავსი არ უნდა გყავდეს არასდროს ისტორიაში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.