04 დეკემბერი 2024,   12:33
ვრცლად
პროტესტის მეექვსე დღე - პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 19:00 საათზე არის დაგეგმილი

პროტესტის მეექვსე დღე - პარლამენტის შენობასთან აქცია 19:00 საათზე დღეისთვისაც არის დაანონსებული. მონაწილეები უკვე იწყებენ შეკრებას - თუმცა, ამ დროისთვის, ხალხის სიმცირიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული არ არის.

ადგილზე ნელ-ნელა იკრიბებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები, აქტივისტები, რომლებიც აპროტესტებენ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებსა და მოვლენებს.

ამ დროისთვის, ჩიტაძის - (იგივე 9 აპრილის ქუჩა), ასევე ჭიჭინაძის ქუჩები თავისუფალი არის - ქუჩებზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი არის მობილიზებული უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამ დროისთვის დედაქალაქის მთავარი გამზირი თავისუფალია.

ყოველდღიურ რეჟიმში აქციები იმართება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წელი ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის.

 

 

 

დღის ამბები