03 დეკემბერი 2024,   00:46
ვრცლად
"თუ რაიმე სახის გადაცდომაა, ამ ქვეყანაში არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც იღებენ შესაბამის ზომებს" - ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად, რომლებიც აქციის მონაწილეების დაშავებაზე სვამდნენ კითხვას, განაცხადა, რომ საპოლიციო ღონისძიების დროს, პროპორციული ძალის გამოყენებისას, შესაძლოა, მოქალაქეებმა გარკვეული სახის დაზიანებები მიიღონ.

მისივე განცხადებით, თუ სამართალდამცველთა მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა დაფიქსირდება, შესაბამისი სამსახურები მიიღებენ შესაბამის ზომებს.

"მე უფრო მეტ ფოტოს განახებთ, სადაც პირადად ჩემს თანამშრომლებსა და პოლიციის არაერთ თანამშრომელს შუბლის არედან რკინის საგნები ამოუღეს, რომელიც [აქციის მონაწილეებმა] ესროლეს. გარდა ამისა, წვავდნენ პოლიციელებს. რა შეეხება იმ ძალადობრივ ფაქტებს, რაზეც თქვენ მაჩვენებთ, თუ ვინმეს რაიმე სახის დაზიანება აქვს, საუბარი მაქვს მოქალაქეზე, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია, ეს არც ერთ პოლიციელს და არც საზოგადოებას არ მოსწონს, მაგრამ როდესაც ღონისძიება მიმდინარეობს და პოლიციური ძალები აღკვეთენ გარკვეულ სამართალდარღვევებს, პროპორციული ძალის გამოყენებისას, შესაძლოა, რომელიმე მოქალაქეს მოუწიოს გარკვეული სახის დაზიანება. თუ რაიმე სახის გადაცდომა არის, ამ ქვეყანაში არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც იღებენ შესაბამის ზომებს," - განაცხადა ვაჟას სირაძემ.

დღის ამბები