საქართველოს პირველი არხი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ არხის თანამშრომლები განიცდიან არნახულ ზეწოლას და არ ეძლევათ მუშაობის საშუალება.
"პირველი არხის ჟურნალისტები განიცდიან არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება.
კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვეცეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.