03 დეკემბერი 2024,   01:02
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის საპოლიციო ღონისძიება დაიწყო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის საპოლიციო ღონისძიება დაიწყო. მანამდე, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.

მიუხედავად მოწოდებისა აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე რჩებიან. დემონსტრანტების ნაწილი, სამართალდამცველების მიმართულებით გარკვეულ ნივთებსა და პიროტექნიკას ისვრის.

აქციის დაშლის დაწყებამდე, საკანონმდებლო ორგანოსთან სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა. დემონსტრანტები სამართალდამცველების წინააღმდეგ აქტიურად ისროდნენ პიროტექნიკას და მძიმე ნივთებს.

ამასთან, დაშლამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნული იყო, რომ შსს აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაეთავისუფლებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

თბილისში საპროტესტო აქცია უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.

 

დღის ამბები