03 დეკემბერი 2024,   00:44
ვრცლად
"თბილისი მარიოტის" მიმდებარედ ვითარება დაიძაბა - აქციის მონაწილეები პიროტექნიკას, ხოლო სამართალდამცველები - წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ აირს იყენებდნენ

სასტუმრო "თბილისი მარიოტის" მიმდინარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დაშლის საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას, ვითარება დაიძაბა.

სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

თავის მხრივ, მომიტინგეები შსს-ის თანამშრომლებს პიროტექნიკას ესროდნენ.

პროტესტის მონაწილეთა ნაწილი "თბილისი მარიოტის" მიმდებარედ რჩება. აქვე მობილიზებული არიან სპეცრაზმელები. ადგილზე რჩება სპეცტექნიკაც.

ამ დროისთვის, ვითარება შედარებით განმუხტულია.

დღის ამბები