შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს, აქტივისტების მიერ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, აღნიშნული მუხლებით განსაზღვრული სანქცია რიგ შემთხვევაში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.
"მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სხვადასხვა - პოლიციელზე თავდასხმის, ასევე, ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს. რაც შეეხება სანქციებს - ზოგიერთ შემთხვევაში განსაზღვრულია 7 წლამდე პატიმრობა, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა სახის სანქცია. გრძელდება გამოძიება, ჩვენ ვაგროვებთ დამატებით მტკიცებულებებს სასამართლოში წარსადგენად და უკვე სასამართლო სხდომაზე მოხდება შესაბამისი მსჯელობა თუ რა სახდელს გამოიყენებს მოსამართლე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ", - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.