საპროტესტო აქცია უკვე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს - ერთია რუსთაველის გამზირი, სადაც სასტუმრო "თბილისი მარიოტთან" მობილიზებულია სპეცრაზმი და სპეცტექნიკა, ხოლო ოპერისა და ბალეტის თეატრთან დგანან მომიტინგეები.
აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილმა გადაინაცვლა გმირთა მოედანზე, სადაც გზის ნაწილი გადაიკეტა.
რუსთაველის გამზირზე დარჩენილმა დემონსტრანტებმა აღმართეს ბარიკადები და დაანთეს ცეცხლი. აქციის მონაწილეთა და სპეცრაზმელებს შორის სიტუაცია პერიოდულად იძაბება. აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას და ისვრიან სხვადასხვა საგანს სპეცრაზმის მიმართულებით.
სპეცრაზმი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს ცრემლსადენი აირის კაფსულებსა და წყლის ჭავლს.
გარდა ამისა, მომიტინგეთა ნაწილი ჭანტურიას ქუჩაზე განლაგდა და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს.