
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიას თეა ახვლედიანმა სახელმწიფო სტრატეგია, გეგმები და ანგარიში გააცნო. განიხილეს ხუთი ძირითადი პრიორიტეტი, მიზნები და ამოცანების შესრულების პროცესი.
სახელმწიფო მინისტრმა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე და გაუმჯბესებულ ტენდენციაზე ისაუბრა.
"პროექტი განთავსებულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე, რითაც უზრუნველყოფილ იქნა ყველა შესაბამისი პირის მხრიდან მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა. ურთიერთდაკავშირებული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ჩვენი სამომავლო საქმიანობის უცვლელ პრიორიტეტებად დარჩება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების, ხარისხიანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური ინტეგრაციის მონაწილეობისა და კულტურათა შორისი დიალოგის კუთხით მდგრადი შედეგების მიღწევა", - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.