
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის მერიისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ასევე ა(ა)იპ "სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის" ორგანიზებით, "თბილისის კალათბურთის სასკოლო ლიგის" ფინალი და დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით შედგა, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ფინალში, რომელშიც თბილისის 52-ე და 53-ე საჯარო სკოლების საკალათბურთო გუნდები მონაწილეობდნენ, გამარჯვება 53-ე სკოლის სპორტსმენებმა მოიპოვეს.