
განხილვის თემაა მმართველი გუნდის ინიციატივა იმ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტულ პარტიებს პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავს, ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ:
"ფართოდ რომ შევაფასოთ, ეს ნაბიჯი ჩვენგან არის დემოკრატიის გადარჩენის და საქართველოს პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღების აქტი. ჩვენი ვალდებულება და ჩვენი მოვალეობა არის ის, რომ ჩვენ დოკუმენტურად, მტკიცებულებებით გადავცეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვოთ „ნაციონალურ მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორება, რათა მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და მომავალშიც პოლიტიკურ სივრცეში გაჩნდეს შესაძლებლობა და რესურსი იმ პარტიების გამოჩენის, რომლებიც დღეს სწორედ იმის გამო, რომ სრულად მონოპოლიზებული აქვს ამ დესტრუქციულ ძალას დღევანდელი ოპოზიციური სივრცე, ვერ ახერხებენ ამ სივრცეში შემოსვლას," - განაცხადა მახაშვილმა.