01 აპრილი 2025,   01:44
ვრცლად
"დაბნეულობაა იმ მცირე სეგმენტში, რომელიც წარმოადგენს გარეშე ძალებს და რომელთაც თავად არ იციან, რა ინსტრუქცია მისცენ და რა სცენარით განავითარონ საქართველოსთან დამოკიდებულება" - გიორგი ვოლსკი

ხელისუფლების წარმომადგენლები დამატებით შეფასებას აკეთებენ იმ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც პარტიები, რომლებიც "ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას" ეწევიან, აიკრძალებიან. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტულ პარტიებს პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავს, ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ - საქმიანობის აკრძალვისთვის საჭირო იურიდიული საფუძველი კი მმართველი გუნდის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, აღნიშნულმა ინიციატივამ ოპონენტებში და მათ გარე პარტნიორებში დაბნეულობა გამოიწვია:

"დაბნეულობაა იმ მცირე სეგმენტში, რომელიც წარმოადგენს გარეშე ძალებს და რომელთაც თავად არ იციან, რა ინსტრუქცია მისცენ და რა სცენარით განავითარონ საქართველოსთან დამოკიდებულება. არის გარკვეული დაბნეულობა, მაგრამ მთავარი რაც ამათ ყველას აერთიანებთ არის ის, რომ ერთ ინსტრუქციას ექვემდებარებიან და ეს ინსტრუქცია დღესდღეობით შეიძლება ერთი სიტყვით იქნეს გამოხატული - საქართველოს დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები