01 აპრილი 2025,   01:53
ვრცლად
ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღის" წევრები საიუბილეო საღამოსთვის ემზადებიან

ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღის" წევრები საიუბილეო საღამოსთვის ემზადებიან. "აზდაკის ბაღის" შექმნის იდეა ბაჩო გაბრუაშვილს ეკუთვნის. 2015 წელს რეჟისორმა დაარსდა თეატრი, იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც აეხდინათ ოცნება და პროფესიონალი მსახიობების გვერდით დამდგარიყვნენ სცენაზე, რათა მათთვის საოცნებო როლები ეთამაშათ.

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღის" სპექტაკლები აუცილებლად დარწმუნდება იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ეპიზოდები სპექტაკლებიდან და თეატრის ისტორია - მაყურებელი გაეცნობა თეატრის 10 წლიან შემოქმედებას, რომელიც დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებულ სპექტაკლებს მოიცავს.

მაყურებელი ნახავს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "ჰელადოსიდან" ნაწყვეტებს. მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული და თავგანწირვა. ეს ის მარადიული ფასეულობებია, რომელსაც წარმოდგენა მოიცავს. დაარსების დღიდან "აზდაკის ბაღი" აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის 20-მდე პირსა და პროფესიონალ მსახიობებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით, ინტეგრირებულ თეატრს, "აზდაკის ბაღს" აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება.

ცნობილი მომღერლები, მუსიკალური ნომრები, საგანგებოდ მომზადებული გამოფენა და მოგზაურობა თეატრის სამყაროში. საღამო 6 საათზე ხორავას სახელობის თეატრში დაიწყება.

დღის ამბები