
რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე - ეს არის კითხვა, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიას აქვს. ბოლო სამი დღეა, კომისია ყოფილ პოლიტიკოსებს და ყოფილ სამხედროებს უსმენს, ისმევა ყველა კითხვა, მათ შორის - ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ მაშინდელი პოლიტიკური თუ სამხედრო მაღალჩინოსნები.
მმართველ გუნდი ყურადღებას საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობაზე ამახვილებენ:
"ცალსახად გამოვლინდა, რომ კონკრეტული ფაქტები, რომელიც ეხებოდა ბიზნესის რეკეტს, ხოლო შემდგომში 2008 წლის რუსული აგრესიის ფაქტებს, გამოვლინდა კონკრეტული პირებს მხრიდან გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლობა იყო, თუ არა დანაშაულებრივი ხასიათის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მაშინდელი ხელისუფლება კონკრეტულ სიტუაციებში მოქმედებდა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.