01 აპრილი 2025,   01:37
ვრცლად
"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან, ისინი წარმოადგენენ დამარცხებული ოპოზიციის ელექტორატს" - გივი მიქანაძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, მმართველ გუნდში შეფასებები მოჰყვა. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ვაშაძის სიტყვებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საპროტესტო აქციებზე მყოფი ადამიანები ოპოზიციის ელექტორატს წარმოადგენენ.

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან, ისინი წარმოადგენენ დამარცხებული ოპოზიციის ელექტორატს. ისინი ხედავენ, რომ პირწმინდად დამარცხდნენ და ახლა მათი მცდელობაა, რომ ფრუსტრაცია როგორმე ქუჩაში მოიოხონ," - ამბობს გივი მიქანაძე.

ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პოდკასტში "ორ ცეცხლს შუა" სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აქციებზე, ქუჩაში, აპოლიტიკური ადამიანები დგანან. მისი თქმით, ეს ადამიანები განეკუთვნებიან სხვადასხვა პარტიას და პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან.

დღის ამბები