01 აპრილი 2025,   01:47
ვრცლად
"სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კურატიშვილი, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და გზის გადაკეტვისთვის არის დაკავებული

აქტივისტი თამარ კურატიშვილი, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და გზის გადაკეტვისთვის გუშინ დააკავეს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი და რეგიონული რეკრუტირების მენეჯერია.

2020-2023 წლებში იგი ხელმძღვანელობდა „სირცხვილიას“ ოფისს ბათუმში და ჩართული იყო სხვა რეგიონულ აქტივობებში.

სამართალდამცველებმა თამარ კურატიშვილი პარლამენტთან დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლების საფუძველზე.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს "სირცხვილიას" ლიდერი დაკავებული იყო პლაკატისთვის წარწერით: "ანწუხელიძე უკვდავია".

დღის ამბები